LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: “მაშველების გმირობის იმედად ვართ ეს პერიოდია და ცნობილი ფაქტია გმირობები სადაც საჭიროა იქ ლოჯისტიკა და მართვაა მოშლილი”

218
fot (2)

“ფაქტია რომ ვერც ერთ სტიქიას შსს-მ ამ წლების მანძილზე პრევენციის, ადეკვატური მართვის და ტექნიკური აღჭურვის სახით თავი ვერ გაართვა”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის განმარტავს, აუცილებელია საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტი გამოეყოს უწყებრივ მონსტრს – შსს-ს და ჩამოყალიბდეს ცალკე სამინისტროდ.

მიხეილ სააკაშვილი – მთელი გულით განვიცდი შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს – 7 ვერტმფრენი, „სუპერ პუმა”, რომელიც ჩვენ შევიძინეთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლს შეასრულებდა ახლა შოვში

“ფაქტია რომ ვერც ერთ სტიქიას შსს-მ ამ წლების მანძილზე პრევენციის, ადეკვატური მართვის და ტექნიკური აღჭურვის სახით თავი ვერ გაართვა. ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი მოცემულობის, გეოგრაფიის და რელიეფის გათვალისწინებით აუცილებელია საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტი გამოეყოს უწყებრივ მონსტრს – შსს-ს და ჩამოყალიბდეს ცალკე სამინისტროდ, სერიოზული, ადეკვატური ბიუჯეტით და მოქნილი მენეჯმენტით. მარტო მაშველების გმირობის იმედად ვართ ეს პერიოდია და ცნობილი ფაქტია გმირობები სადაც საჭიროა იქ ლოჯისტიკა და მართვაა მოშლილი”,- წერს ალეკო ელისაშვილი.

„მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო – ასეთი სტიქიები ყველა ქვეყანაში ხდება და ყოველგვარი საუბარი, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა, არასერიოზულია“ – პრემიერი

ომბუდსმენი რაჭის სტიქიაზე: „კრიზისულ ვითარებაში საჭირო ტექნიკის ნაკლებობა კვლავ თვალსაჩინო გახდა“

“ტრაგედიით სარგებლობის, მავნებლობისა და თაღლითობის ის მასშტაბი, რასაც ორი დღე ვხედავთ, მართლა წარმოუდგენელია” – მამუკა მდინარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g