LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: „რეზერვში ახალგაზრდებს უნდა ასწავლონ მტრის განადგურება და მოკვლა, დღეს გაწვეულ ახალგაზრდებს დროის მოკვლას ასწავლიან“

135
Untitled design (1)

„2025 წლის 1 იანვრიდან ახლებური გაწვევა უნდათ, მაგრამ ძველებურ გაწვევას წელიწად-ნახევარი ტოვებენ, ანუ ახალგაზრდები კიდევ უნდა წაიყვანონ. ხელისუფლებისთვის ეს არის უფასო მუშახელი – 80 ლარად ჰყავთ ხალხი, სულ არ ედარდება, რომ ის ბიჭი წვალობს, საბრძოლო წვრთნა კი არ მოუღია, საქმე საქმეზე რომ მიდგება, შერჩება ის, რომ ფორმა ეცვა 80 ლარად და მეტი არაფერი“, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში „თავდაცვის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე საუბრის დროს განაცხადა.

„ნებისმიერ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, ბაკალავრიატის ხარისხის მიღებასთან ერთად, მიიღოს ლეიტენატის ან სერჟანტის წოდება“ – ჩაჩიბაია თავდაცვის ახალი კოდექსის დეტალებს განმარტავს

როგორც ელისაშვილმა გაწვევის ახალ სისტემაზე საუბრის დროს აღნიშნა, „რეზერვში ახალგაზრდებს უნდა ასწავლონ მტრის განადგურება და მოკვლა, დღეს გაწვეულ ახალგაზრდებს კი დროის მოკვლას ასწავლიან“.

„რეზერვში ახალგაზრდებს უნდა ასწავლონ მტრის განადგურება და მოკვლა, დღეს გაწვეულ ახალგაზრდებს ასწავლიან დროის მოკვლას, დროსთან ბრძოლით არიან – რომ დააყენებენ ყარაულად, აბა სამი საათი როგორ მოვკლათ.

„თანდათან ქალებმაც უნდა გაიარონ საბრძოლო მომზადება – ამ ქვეყანაში იარაღის ხმარება ყველამ უნდა იცოდეს“: ალეკო ელისაშვილი

სინამდვილეში, მტერთან წინააღმდეგობა და მტრის მოკვლა უნდა ასწავლო, ეგ არის სამხედრო საქმე, რაღაც ბამბის ქულები და მატყლის ჩეჩვა მანდ არ ისწავლება..

შესაბამისად, რატომ არ ვეთანხმები – 2025 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია და მანამდე არ უნდათ გაწვევის ახალი სისტემა.

იაგო ხვიჩია – თუ „თავდაცვის კოდექსი“ ძალაში შევა, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა უნდა გამოვაცხადოთ

თუ გაწვევის ახალი სისტემა 2025 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, სწორი იქნებოდა დღესვე ამოქმედებულიყო – მაშინ ახლა ეს დისკრედიტირებული გაწვევა და ახალგაზრდების წვალებაც გავაჩეროთ და დავიწყოთ 2025 წლის 1 იანვრიდან“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება 

იაგო ხვიჩია: ახალი „თავდაცვის კოდექსის“ მიღებას საარჩევნო მიზანი აქვს 

mazda magti 5g