LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: ახალი „თავდაცვის კოდექსის“ მიღებას საარჩევნო მიზანი აქვს

151
იაგო ხვიჩია

„ახალი „თავდაცვის კოდექსის“ მიღებას საარჩევნო მიზანი აქვს“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა და თქვა, რომ „ქართულ ოცნება“ რეალური თავდაცვის რეფორმის განხორციელებისთვის მზად არ არის.

„ნებისმიერ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, ბაკალავრიატის ხარისხის მიღებასთან ერთად, მიიღოს ლეიტენატის ან სერჟანტის წოდება“ – ჩაჩიბაია თავდაცვის ახალი კოდექსის დეტალებს განმარტავს

როგორც ხვიჩიამ განაცხადა, წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებისთვის სხვადასხვა კატეგორიის ადამიანების აღრიცხვა მიდის, თუ ვინ არის წვევამდელი, ვის ჰყავს ოჯახში პატიმარი და ასე შემდეგ:

იაგო ხვიჩია - თუ „თავდაცვის კოდექსი“ ძალაში შევა, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა უნდა გამოვაცხადოთ

"„ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურები, მოგეხსენებათ, მღვდელმსახურები არიან. მათი გაწვევა სამხედრო სამსახურში დაუშვებელია"

„რათა მათ ინდივიდუალურად მიუდგნენ და უთხრან, რომ იცით, თქვენ ჯარში არ წაგიყვანთ, თუ ხმას „ქოცებს“ მისცემ, მაგრამ ჯარში იძულებით წაგიყვან, თუ ოპოზიციის აქტივისტი ან მხარდამჭერი იქნება.

ეს არის კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანი. ყველას ესმის, რომ „თავდაცვის კოდექსის“ მიზანი არც რეფორმაა და არც ჩვენი ჯარი გახდება უფრო უკეთესი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი მოსაზრებით, ჯარი ნებაყოფლობითი უნდა იყოს და „ჯარისკაცი გახდეს ადამიანი, ვისაც ჯარისკაცობა უნდა და არა ის, ვისაც ჯარში იძულებით წაიყვანენ და დეზერტირობაზე ოცნებობენ“.

ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ

ცნობისთვის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მუხლობრივი განხილვა მიმდინარეობს.

„წვევამდელთა ჯარი ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო“ – ვის გაიწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g