„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა უნდა გამოაცხადონ თუ თავდაცვის ახალი კოდექსი მაისიდან ძალაში შევა.
„ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურები, მოგეხსენებათ, მღვდელმსახურები არიან. მათი გაწვევა სამხედრო სამსახურში დაუშვებელია. სისტემა ასეთ ადამიანებს ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში უშვებს, რომელიც ჯერ ზუსტად არავინ იცის რა არის, მაგრამ არსებული მონაცემებით რაც არის, ესაა: 112, სხვადასხვა სამშენებლო კომპანია, საავადმყოფო და ასეთი ტიპის სამოქალაქო დაწესებულებები. ყველა ასეთi ორგანიზაცია, რომელიც თანხმობას განაცხადებს ჩვენი მღვდელმსახურის მონად მიღებაზე, ჩვენ „ბიბლიურ თავისუფლების“ ანათემას გადავცემთ მათ” – განაცხადა ხვიჩიამ.