17-22 სექტემბერს, ბათუმი კლასიკური მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს. ცნობილი ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ ბათუმის მეოთხე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალს, სახელწოდებით Batumi Music Fest უკვე მეოთხედ მართავს.
ამჯერად ფესტივალს ეწვევიან გამოჩენილი არტისტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ბათუმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შესრულდება მსოფლიო და ქართული კლასიკური მუსიკის შედევრები.
ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მასტერკლასების გამართვა ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის, რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური დიპლომებით, მათ მიიწვევენ საზღვარგარეთ მასტერკლასებსა და ფესტივალებში მონაწილეობისთვის.
ელისო ბოლქვაძის მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართება იუნესკოს 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სემინარი.
ფესტივალი იმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აჭარის მტავრობის მხარდაჭერით.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ზემოხსენებულ მუსიკალურ ფესტივალს უკავშირდება, ის გახლავთ, რომ Batumi Muisc Fest ევროპული ფესტივალების ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა.
