LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ellinair-მა საქართველოს მიმართულებით ავიარეისები განაახლა

140
ellinair

ბერძნულმა ავიაკომპანია Ellinair-მა საქართველოს მიმართულებით ავიარეისები განაახლა. დღეიდან ავიაკომპანია ფრენებს თბილისის მიმართულებით, სალონიკისა და კუნძული კრეტადან განახორციელებს.

თბილისი-სალონიკი-თბილისის მიმართულებით ფრენა BOEING 737 – 30 ტიპის თვითმფრინავებით 21 მაისიდან 17 სექტემბრამდე კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ სამშაბათს განხორციელდება.

კუნძული კრეტას მიმართულებით კი რეისები 17 ივნისიდან დაინიშნებაჰერაკლიონის მიმართულებით რეისები ათდღიანი სიხშირით, Airbus A320 ტიპის თვითმფრინავით 30 სექტემბრამდე შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ რეისების დამატება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გაღრმავებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები