LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელტონ ჯონის რარიტეტული კაბრიოლეტი აუქციონზე გაიყიდება

150
Delahaye-175-Cabriolet-1-300x163

71 წლის რარიტეტული კაბრიოლეტი Delahaye 175, რომელიც 80–იან წლებში ელტონ ჯონს ეკუთვნოდა, Bring & Trailer–ის აუქციონზე გაიყიდება. რეტრო ავტომობილის საწყისი ღირებულება 230 ათასი დოლარია, თუმცა როგორც ექსპერტები ვარაუდობენ საბოლოო ჯამში ფასი საგრძნობლად გაიზრდება.

Delahaye 175–ის პირველი მფლობელი ინდოელი მაჰარაჯა იყო. 1970–იან წლებში ორკარიანი მოდელი ინდოეთში ჩასულმა ამერიკელმა ბიზნესმენმა შეიძინა, ევროპაში ჩაიტანა და აუქციონზე გაყიდა. რაც შეეხება ცნობილ მუსიკოსს, მან კუპე 1980 წელს იყიდა და მას მინიმუმ 3 წელი ფლობდა.

ცნობილი მფლობელის შემდეგ Delahaye ახალმა მეპატრონემ მთლიანად განაახლა და კუპედან კაბრიოლეტად აქცია. ძარა ღია წითელ ფერში გადაღება და სალონიც შეცვალა. კაპიტალური რემონტის შემდეგ Delahaye 175–მა მხოლოდ 2700 კილომეტრის გავლა მოასწრო.

აღსანიშნავია, რომ გარდა ვარსკვლავური წარსულისა, კაბრიოლეტს საკოლექციო ღირებულებაც აქვს, რამეთუ 1948–დან 1951 წლამდე სულ 50 მსგავსი ეგზემპლარია გამოშვებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები