2021 წელს უამრავი კინოპრემიერა გველოდება, მათ რიცხვში „დისნეის“ „კრუელაცაა“. ცნობილი მულტფილმის „101 დალმატინელის“ პრიქველში მთავარ როლს ოსკაროსანი ემა სტოუნი ასრულებს.
ახლახანს „დისნეიმ“ ფილმის პირველი ტრეილერი გაავრცელა. სიუჟეტი კრუელას ახალგაზრდობაზე მოგვითხრობს და 1970-იანი წლების ლონდონში ვითარდება.
ფილმის პრემიერა 2021 წლის 28 მაისს გაიმართება.