ამერიკელმა მსახიობმა, ემი ადამსმა ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი მიიღო. ვარსკვლავის მხარდასაჭერად ღონისძიებას მისი მეუღლე და ქალიშვილი, ასევე რეჟისორი დენი ვილნიოვი და მსახიობი ჯერემი რენერი დაესწრნენ. ადამსის ვარსკვლავი ხეივანში რიგით 2 598-ეა.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ფილმში „ჩამოსვლა“, რომლის რეჟისორიც ვილნიოვია, პარტნიორობას ადამსს რენერი უწევს.
რეჟისორმა და მსახიობმა ემის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურეს და მის შესახებ რამდენიმე ისტორიაც გაიხსენეს. თავად ადამსმა კოლეგებსა და მთლიან გადამღებ ჯგუფს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.