მომღერალი ნინი ბრეგვაძე, რომელმაც ამერიკაში The Voice-ში არაერთი ბრწყინვალე გამოსვლებით შეაყვარა თავი როგორც ამერიკელებს, ისევე ქართველებს, დედის, მანანა შერაზადიშვილის ინტერვიუს ეხმაურება.
ნინი ბრეგვაძის დედას ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ სტუმრობდა. გადაცემაში მანანა შერაზადიშვილმა ნინის ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ შვილის შესრულებულ სიმღერებს ცრემლების გარეშე ვერ უსმენს.
„დე ისე ძალიან მიყვარხარ..
დედამ გამზარდა დამოუკიდებელი, სამართლიანი, მამაჩემისგან ვისწავლე მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა! ჩემი ოჯახისგან სითბო და სიყვარული არ მომკლებია და შეიძლება შორს არიან, თუმცა ემიგრაციაში სულ მაძლიერებს ის ფაქტი, რომ ასეთი ნამდვილი ოჯახი მყავს.
მადლობა ნანუკა ამ სიუჟეტისთვის“, – წერს ნინი ბრეგვაძე.