LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ემიგრანტების დამსახურებაა, რომ გავიმარჯვე.. ქუჩაში სიმღერას ვაგრძელებ, ქუჩა, რომ არა, ვერც ამ პროექტში გავიდოდი“ – საბერძნეთის The Voice–ის გამარჯვებული დოდონა ნამორაძე

390
Untitled design (23)

საბერძნეთის მუსიკალური პროექტის The Voice–ის გამარჯვებული, დოდონა ნამორაძე მთავარი არხის გადაცემას „შენი დილა“ სტუმრობდა.

როგორც მომღერალი ამბობს, პროექტში მისი გამარჯვება უმეტეს წილად ემიგრანტების დამსახურებაა.

„ემიგრანტები თავიდან ბოლომდე გვერდით მედგნენ, მათ გამო გავიმარჯვე… ეს იყო საოცარი მუხტი, მხოლოდ ამისთვის ღირდა ჩემი იქ ყოფნა.

საბერძნეთში ძალიან ბევრი ქართველია.. იყო შემთხვევაც, რომ გამომიძახებია საჭმელი, მოუტანია ქართველ კურიერს და ფული არ გამოურთმევია.

ფილიპინებში გავიზარდე და ჩემს მეორე სახლად ვთვლი.

იქ რომ ვცხოვრობდი ქართული მუსიკა დავიწყებული მქონდა, მაგრამ დედაჩემი ჰამლეტ გონაშვილს და გიორგი უშიკიშვილს მასმენინებდა,“- ამბობს დოდონა.

მომღერალმა ასევე აღნიშნა,  ქუჩაში სიმღერას პროექტში გამარჯვების შემდეგაც აგრძელებს.

„ქუჩა რომ არა, ვერც „ვოისში“ გავიდოდი.. იქ ვისწავლე ხალხთან კომუნიკაცია და მუსიკის მიმართ ნამდვილი სიყვარული.

დღესდღეობით ისევ გავდივარ ქუჩაში, კვირაში ერთხელ მშვიდობის ხიდზე..

ქუჩაში მცნობს ხალხი, რადგან „ვოისში“ გამოვედი და გინდა არ გინდა თავში გივარდება ეს..

ეს რომ ვიგრძენი, გადავწყვიტე, რომ ქუჩაში სიმღერა უნდა გავაგრძელო, რადგან იქ ერთ დონეზე ხარ,“ – ამბობს დოდონა ნამორაძე.

ვიდეო: „ნიჭი თავს არ კარგავს“ – დოდონა ნამორაძე „ჩემი აღარა ხარ მორჩას“ განსხვავებულ ვერსიას ასრულებს

ვიდეო: დოდონა ნამორაძე: „ფინალში რომ გამოვედი, მივხვდი, რომ ვერ ვიმარჯვებდი… ბერძნები წერენ, რომ უნდა მომეგო…“

ვიდეო: „საამაყო გოგოა“, „დოდონა იმსახურებდა გამარჯვებას“, „პირველი ხარ ჩვენთვის“ – დოდონა ნამორაძის შესანიშნავი შესრულება ბერძნული „ვოისის“ ფინალში

ვიდეო: „საქართველოს საამაყო გოგო ხარ” – დოდონა ნამორაძემ ბერძნულ „ვოისში” მოწინააღმდეგეს 89% ხმით მოუგო და ნახევარფინალში გადავიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g