LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემილი რატაჟკოვსკიმ საცურაო კოსტიუმების საკუთარი ბრენდი შექმნა

30

ემილი რატაჟკოვსკის ძალიან უყვარს „ინსტაგრამზე“ „ცხელ-ცხელი“ ფოტოების დადება. ამჯერად ის ახალ საფეხურზე ავიდა – საცურაო კოსტიუმების საკუთარი ბრენდი შექმნა. ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი, ბრენდს Inamorataswim ქვია და ბრენდის პროფილში ორი მოდელის ფოტოც არის. პირველი კრემისფერი საცურაო კოსტიუმია, სამხრეების გარეშე, ხოლო მეორე ბორდოსფერია და ზედა ნაწილი მოცულობითი აქვს, ფირმით ის ტოპს უფრო ჰგავს. სიახლეებს რა თქმა უნდა თავად ემილი უკეთებს დემონსტრირებას და ეს მას ყოველთვის კარგად გამოსდის – გოგონას 15 მილიონი გამომწერი ჰყავს.ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები