14 თებერვალს, ედ შირანმა და ემინემმა ერთობლივ დუეტზე „River“ გადაღებული კლიპი წარმოადგინეს. თუმცა შეყვარებულთა დღისთვის, ვიდეო საკმაოდ დეპრესიული გამოვიდა.
სიუჟეტის ცენტრში ემინემის მონაწილეობით სასიყვარულო სამკუთხედია, რომელშიც მეგობარი გოგო და მისი ყოფილი შეყვარებული არიან მთავარ როლში. ურთიერთობას კი თან კამათი, დაძაბულობა და ჩხუბიც კი ახლავს.