როგორც ცნობილია, ლეგენდარული რეპერი, ემინემი წლების განმავლობაში ალკოჰოლსა და მედიკამენტებზე იყო დამოკიდებული, 2007 წელს ის ზედოზირებით საავადმყოფოშიც კი მოხვდა. თუმცა, არტისტმა ალკოჰოლზე და წამალზე დამოკიდებულება უკვე კარგა ხანია დაამარცხა.
ემინემმა „ისნტაგრამზე“ მონეტის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მას ანონიმური ალკოჰოლიკების მსოფლიო ორგანიზაციამ სიფხიზლის 12 წლის აღსანიშნავად გადასცა.
https://www.instagram.com/p/B_OZIOfhL5T/?utm_source=ig_embed
შეგახსენებთ, რეპერმა ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას ორი ალბომი Relapse და Recovery მიუძღვნა.