პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეცია“ მომხმარებელს ბრენდ GOUTAL-ის ახალი, ექსკლუზიური კოლექცია წარუდგინა.
როგორც „ლუტეციაში“ აცხადებენ, ემოციებით სავსე 40 წლის აღსანიშნავად Goutal-ის სახლმა ახალი კოლექცია შექმნა: Petite Cherie-ისა და Eau D’Hadrien ლიმიტირებული ვერსია ორიგინალურ ფლაკონში.
„სწორედ 40 წლის წინ პარიზში, GOUTAL-ის სახლი შეიქმნა განსაკუთრებული, თავისუფალი და მიმზიდველი ქალის – ანიკ გუტალის მიერ. ბრენდი გიწვევთ ამ საოცარი სახლის შუაგულში, რომელიც სავსეა ისტორიებითა და გრძნობებით: ბედნიერება, თავისუფლება, სიყვარული და თანადგომა.
გვეწვიეთ „ლუტეციაში“ და აღმოაჩინეთ ექსკლუზიური საიუბილეო კოლექცია EAU D’HADRIEN & PETITE CHÉRIE“, – აცხადებენ პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელში „ლუტეცია“.