ზუკა ბერძენიშვილი, რომელსაც კვიციანმა აქციაზე ხელი დაარტყა, დაზარალებულის სტატუსს ითხოვს.
მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“-ს წევრმა პროკურატურას დღეს მიმართა. მისი თქმით, განცხადებაში დასაბუთებული აქვს ფაქტი, თუ რატომ უნდა მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი
აქტივისტის განმარტებით, აღნიშნული შემთხვევიდან თვეზე მეტი გავიდა და დაზარალებულის სტატუსი ჯერ ისევ არ აქვს. ბერძენიშვილის თქმით, მისთვის ამ საქმეს პრინციპული მნიშვნელობა აქვს.
აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები თავს დამესხნენ, მლანძღეს, ეს არ დაგინახავთ? - ემზარ კვიციანი სახალხო დამცველს
მას სახალხო დამცველმა 6 ფურცლიანი დოკუმენტი გაუგზავნა
შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს, გიორგი გახარიას მთავრობის დამტკიცების დროს, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს და პარლამენტის წინ ცხვრები მიიყვანეს,
რა დროსაც „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი, ემზარ კვიციანი და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა კვიციანს „რუსეთის მონა“ უწოდეს, რამაც დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია. კვიციანმა აქტივისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ემზარ კვიციანს დეპუტატის იმუნიტეტი იცავს დაკავებისგან.