LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებული ინფორმაციით, თბილისში ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით ახალგაზრდა გარდაიცვალა – ვარკეთილში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე 3 პირია დაკავებული

150
მკვლელობა

თბილისში ახალგაზრდებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, ფიზიკური დაპირისპირება უბნელებს შორის მოხდა. დაშავებული კლინიკაში მძიმე დაზიანებებით მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ვარკეთილში მოხდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჯგუფური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები