ენ ჰეთეუეი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მოდის სამყაროში საკუთარი სტილი უკვე მყარად დაიმკვიდრა.
ორშაბათს საღამოს მსახიობი „ბულგარის“ ღონისძიებას დაესწრო და საზოგადოების ყურადღება მთლიანად მიიპყრო თავისი შთამბეჭდავი, მოცულობითი წითელი „ვალენტინოს“ კაბით.
ჰეთეუეს კაბა გამოირჩეოდა ღრმა დეკოლტეთი, რაც იდეალურად უსვამდა ხაზს მის გრანდიოზულ, „ბულგარის“ სამკაულს.
ეს უნიკალური ყელსაბამი, რომელიც შექმნილია ბრილიანტების, ზურმუხტების, ონიქსისა, და იისფერი და ვარდისფერი საფირონებისგან, 1,200 საათის განმავლობაში ხელით მზადდებოდა. კომპოზიციის ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენს შრი-ლანკური წარმოშობის იშვიათი საფირონი, რომლის წონა 26.65 კარატია. ყელსაბამის ღირებულება 10 მილიონ დოლარია.



