LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენდელაძე: პიკმა გადაიარა, მაგრამ ასეთი პატარა ქვეყნისთვის, ინფიცირების არსებული რაოდენობაც ბევრია

62
მარინა ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციას აფასებს.

მისი თქმით, პიკმა გადაიარა.

„ვხედავთ, რომ, შედარებით, ეპიდვითარება გაუმჯობესდა, მძიმე პიკმა გადაიარა, მაგრამ, ასეთი პატარა ქვეყნისთვის, ინფიცირების არსებული რაოდენობაც ბევრია“, – ამბობს ენდელძე.

მისივე თქმით, აუცილებელია, ვაქცინაციის ტემპი გაიზარდოს და მოსახლეობამ რეკომენდაციები დაიცვას.

„თუ ძალიან არ გავფრთხილდებით, ვაქცინაციის ტემპი უფრო არ მოიმატებს და რეგულაციებს სათანადოდ არ დავიცავთ, არის საშიშროება და მოსაზრება, რომ, შეიძლება, მეხუთე ტალღაც იყოს. ვფიქრობ, თანდათან, ვაქცინირებულები წამოგვეწევიან და იმედი მაქვს, რომ მეხუთე ტალღა ისეთი მძიმე არ იქნება, როგორიც – მეოთხე“, – ამბობს მარინა ენდელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g