LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენდელაძე: ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მაღალია სიკვდილიანობა, მეხუთე ტალღის სიძლიერე, მოსახლეობის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული

85
მარინა ენდელაძე

“ინფიცირებულთა რაოდენობის კლება უკვე აისახა კლინიკებში მიმდინარე ვითარებაზე, შედარებით განვიმუხტეთ და ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა. მძიმე კოვიდპაციენტები ისევ არიან, მაგრამ რაოდენობრივად დატვირთვა ისეთი აღარ არის”, – ასე აფასებს ქვეყანაში არსებულ კოვიდვითარებას “რუსთავი 2-თან” საუბარში ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი.

მარინა ენდელაძის განმარტებით, იყო ბევრი მძიმე პაციენტი და პიკის პერიოდში დაინფიცირებულები ჯერჯერობით, კვლავ იმყოფებიან მართქვით სუნთქვაზე, თუმცა მაჩვენებელი კლებას ნელ-ნელა დაიწყებს:

“პროცენტულად მძიმე პაციენტების რაოდენობა საბედნიეროდ არ არის ბევრი, მაგრამ კოვიდ-19 უპროგნოზო, არალოგიკური დაავადებაა, როდის რა ხდება, ჯერ კიდევ ცოტა რთული გასარკვევია, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მაღალია სიკვდილიანობა. ბევრ ინფიცირებულში, ბევრი სიკვდილიანობაც იყო, რაც თანდათან შემცირდება.” – განაცხადა ენდელაძემ.

მისივე თქმით, ის, თუ როგორი იქნება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მე-5 ტალღის სიძლიერე, მოსახლეობის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული:

“მე-5 ტალღა ალბათ იქნება, მაგრამ მე გამოვთქვამ იმედს, რომ არ იქნება ისეთი ინტენსივობის, როგორიც იყო მე-4 ტალღა. აქ ძალიან ბევრი იყო ინფიცირებული. მეხუთე ტალღის ადვილად გადასატანად, აუცილებელია რეგულაციების დაცვა და მასობრივი იმუნიზაცია. მეხუთე ტალღის სიძლიერე, პრაქტიკულად, მოსახლეობის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.

ვფიქრობ, მოსახლეობამ რაღაცნაირად გაიგო, რომ ვაქცინაცია და რეგულაციების დაცვა აუცილებელია. ძალიან ბევრი ცუდი მაგალითი გვაქვს და ვფიქრობ, ისეთი ინტენსივობის მეხუთე ტალღა არ გვექნება, როგორიც გვქონდა მეოთხე ტალღა.” – განაცხადა ენდელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g