LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ENEMO-ს მისიის ხელმძღვანელი: საარჩევნო კამპანიას თან სდევდა ამომრჩევლების და კანდიდატების მიმართ დაშინება და ზეწოლა

71
55671549-8240-4CED-8CC8-96E8DADF0613

„ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, განსაკუთრებით სოფლების ტერიტორიებზე, პარტიული აქტივობები საარჩევნო უბნების მიმდებარედ, რასაც, შესაძლოა, ამომრჩეველზე ზეგავლენა მოეხდინა,“- ამის შესახებ არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის (ENEMO) მისიის ხელმძღვანელმა დრიტან ტაულამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თუმცა, ამასთანავე, ტაულამ დასძინა, რომ არჩევნები ეფექტურად და გამჭვირვალედ იყო მართული. მისივე თქმით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ატმოსფერო უმეტესწილად მშვიდი იყო.

როგორც ევროპული ქსელის (ENEMO) მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საარჩევნო კამპანიას თან სდევდა ამომრჩევლებისა და კანდიდატების მიმართ ბრალდებები, დაშინება და ზეწოლა.

„2021 წლის ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გარანტია.

საარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა მაღალი პოლარიზაციით ქვეყანაში არსებული ზოგადი მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე.

დომინირებდა ზოგად ეროვნულ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ზიანს აყენებდა ადგილობრივ საკითხებსა და მოსახლეობის საჭიროებებთან დაკავშირებულ დისკუსიას.

კამპანიას თან სდევდა ამომრჩევლებისა და კანდიდატების მიმართ ბრალდებები, დაშინება და ზეწოლა.

რჩევნები ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩატარდა, რომლის კულმინაცია მოხდა გასული წლის საპარლამენტო არჩევნებისა და საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტის შემდეგ.

წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციით და მთავარი პოლიტიკური მოთამაშეების ერთმანეთის მიმართ ღრმა უნდობლობით,“- აღნიშნა დრიტან ტაულამ.

ცნობისთვის, დღეს ორგანიზაციამ საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების პირველადი შეფასებები და დასკვნები წარადგინა.

დრიტან ტაულას თქმით, ორგანიზაცია არჩევნებთან დაკავშირებით სრულ განცხადებას მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

 

magti 5g