LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ენით აღუწერელი ტრაგედია დატრიალდა, 13 წლის ბავშვი დაიღუპა – ერთადერთი, რაც ახლა შემიძლია ვთქვა…“ – რას წერს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ავჭალაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ

456
2025-04-14_00-05-59_903853

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა – დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, გლ­და­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი კონ­სტან­ტი­ნე ზარ­ნა­ძე ავ­ჭა­ლა­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მისი თქმით, ავ­ჭა­ლა­ში ე.წ. „ტი­ტა­ნი­კის” კორ­პუ­სი 1980-იანი წლე­ბი­დან ით­ვლე­ბა ავა­რი­უ­ლად. თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მხრი­დან იყო არა­ერ­თი მცდე­ლო­ბა, რომ იქ მცხოვ­რე­ბი ოჯა­ხე­ბი დრო­ე­ბით ქი­რით გა­და­ეყ­ვა­ნათ, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბის სრულ თან­ხმო­ბას ვერ მი­აღ­წი­ეს.

„ენით აღუწერელი ტრაგედია დატრიალდა ავჭალაში… გუშინ, ავარიულ კორპუსში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 13 წლის ბავშვი დაიღუპა.
ამ ამბავზე ლაპარაკი წარმოუდგენელია. საკუთარ თავს ვერ მივცემ უფლებას, ამ ტრაგედიაზე სიტყვა ვთქვა.

ერთადერთი, რაც ახლა შემიძლია ვთქვა: ავჭალაში ე.წ. „ტიტანიკის” კორპუსი 1980-იანი წლებიდან ითვლება ავარიულად. წლებია, ეს პრობლემა დღის წესრიგში დგას და 2015 წლიდან დღემდე, თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან არაერთი მცდელობა იყო, რომ იქ მცხოვრები ოჯახები დროებით ქირით გადაგვეყვანა, სანამ მათთვის ახალი კორპუსი აშენდებოდა.

სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებას მოსახლეობის სრულ თანხმობას ვერ მივაღწიეთ. თუმცა დღესაც, მუნიციპალიტეტი მზად არის — ხვალიდანვე, სურვილის მქონე ყველა ოჯახი უსაფრთხო გარემოში, ქირით გადაიყვანოს.

ახალი კორპუსის მშენებლობა ჩარგლის ქუჩაზე იგეგმება და პროექტირება მაისის ბოლოს სრულდება, რაც ცნობილია მოსახლეობისთვის და მათგან თანხმობების აღების პროცესი მიმდინარეობს წერილობით. ეს პროცესი შეუქცევადია და ბოლომდე მივიყვანთ.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ — მუნიციპალიტეტი წლების განმავლობაში ცდილობდა დახმარებას და დღესაც ამ პროცესშია.

გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებას ეხება, დროულად უნდა იქნეს მიღებული. კორპუსი წლებია ავარიულია და მჯერა, მხოლოდ ერთიანი მოქმედებით შევძლებთ ოჯახების უსაფრთხო გადაყვანას და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას.

გულით ვიზიარებ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის და ახლობლების ტკივილს…“, – წერს კონსტანტინე ზარნაძე.

ცნობისთვის, 13 წლის ბიჭი შახ­ტში 2 დღის წინ ჩა­ვარ­და, სას­წრა­ფომ კლი­ნი­კა­ში ცო­ცხა­ლი გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ავჭალაში, კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა

თბილისის მერია ე.წ. ტიტანიკის კორპუსთან დაკავშირებით, სადაც ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად, მოზარდი გარდაიცვალა, განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g