LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა ტყუპებთან ერთად ისვენებენ (ვიდეო)

7D25B5FF-9BD5-457E-A2C4-5EAEE9C34742

ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა ცივ ზამთარს თბილ სანაპიროზე გაერიდნენ და ტყუპებთან ერთად იახტაზე, ოჯახური დასვენება მოიწყვეს. 43 წლის შემსრულებელმა და 37 წლის ყოფილმა ჩოგბურთელმა, რომლებიც თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებენ პატარების სახალისო ვიდეოებითა და ფოტოებით, ტრადიციას არც ამჯერად უღალატეს.

,,კვირის განწყობა”, – სწორედ ასე აღწერს ვარსკვლავური წყვილი ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულ ვიდეოებს, რომლებშიც ისინი ნიკოლასსა და ლუსის, ჩაკ ბერის 1958 წლის საშობაო სიმღერის Run Rudolph Run ფონზე ართობენ და უნდა აღინიშნოს, რომ თავადაც მშვენივრად მხიარულობენ.

 

View this post on Instagram

 

#sundaymood ???

A post shared by ? Anna ?Аня (@annakournikova) on

შეგახსენებთ, რომ ტყუპები ქვეყანას 2017 წელს მოევლინნენ. 16 დეკემბერს ისინი ერთი წლის გახდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები