აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთშია.
მან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთად ვერტმფრენით დაათვალიერა ჰათაის პროვინცია, რომელიც მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონია.
როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ვაშინგტონი ანკარას გრძელვადიან დახმარებას გაუწევს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ხალხის დახმარება… მარტივად რომ ვთქვათ, შეერთებული შტატები აქ არის“, – განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს 50 მილიონი დოლარის გამოყოფას თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგებთან გასამკლავებლად.