Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა შექმნა მოწყობილობა, რომელსაც „ოცნების iPhone“ უწოდა. მისი აზრით, ოქროს iPhone 6s სწორედ ასე უნდა გამოიყურებოდეს.
ფოტოებზე სმარტფონი ყველა რაკურსით არის გამოსახული და მათზე კარგად ჩანს, რომ ამ გზით მოწყობილობა გაცილებით მომგებიანად გამოიყურება.
კონცეპტის შემქმნელი თვლის, რომ Apple-სთვის უმჯობესია მისი რჩევები და იდეები გაითვალისწინოს, რადგან ის საუკეთესო პროექტების შექმნის გარანტიას იძლევა.