თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს წითელას ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას სთხოვენ. როგორც “ფორტუნას” თბილისის გაბა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აღნიშნული მოთხოვნა მერიას ჯანდაცვის სამინისტრომ, ბოლო დროს გახშირებული შემთხვევების გამო წაუყენა.
ბრძანება რომელიც 1 თებერვლას გამოიცა, ეტაპობრივად ყველა ბაღს გადაეგზავნება.
პარალელურად, მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია მშობლებთან.
“საქართველოს მოსახლეობის დაცვა წითელასგან და მოსალოდნელი ეპიდაფეთქების შეკავება, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებაში შეიქმნება სათანადო იმუნური ფენა. აღნიშნულის მიღწევის ერთადერთ გზას წარმოადგენს ბავშვების აცრებით მოცვის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა (არანაკლებ 95%) და აუცრელი ან აცრის უცნობი სტატუსის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ვაქცინაცია”, – ნათქვამია ბრძანებაში.
ბავშვებს წითელაზე ვაქცინაცია 1 წლის და 5 წლის ასაკში უტარდებათ.
როგორც ცნობილია, მშობლების ნაწილი, ვაქცინაციის წინააღმდეგია, აქედან გამომდინარე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აუცრელი ბავშვების მშობლები აცრაზე ისევ უარს განაცხადებენ უცნობია.