LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეპიდემიის მთავარი ბუსტერი არ არის ტურიზმი, მთავარი ბუსტერია ქორწილი და დიდი შეკრებები: თამარ გაბუნია

113
თამარ გაბუნია

მიმდინარე ეპიდემისას, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას სრულად ტურიზმის ზეგავლენას ვერ დავაბრალებთ. აქ მთავარი ბუსტერი არ არის ტურიზმი. მთავარი ბუსტერი არის ქორწილი, სხვა დიდი თავშეყრა სადაც 400-500 ადამიანი იყრის თავს. – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, კონტაქტების გამოკვლევა როცა კეთდება, ეს არ არის ტურისტიდან გამომდინარე. კონტაქტები “ასეთი ღონისძიებებიდან” გამომდინარე გვხდება.

შეიძლებოდა თუ არა ფოთში გამართული კონცერტის აღკვეთა, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ დღეს რაც იმართება გარკვეული ღონისძიებები, იმართება გარკვეული წესების დაცვით.

რისკი არის იქ, სადაც წესების დაცვა არ ხდება და ეს იწვევს ინფექციის გავრცელებას, – განაცხადა თამარ გაბუნიამ

ბრიფინგზე გაბუნიამ სიკვდილიანობის მაჩვენებელზეც ისაუბრა. მისი თქმით მაჩვენებელი არის საკმაოდ მაღალი, ეს საყურადღებოა და ამიტომ არის მნიშვნელოვანი პრევენცია, ვაქცინაცია და ის რომ შემთხვევები შემცირდეს.

“10 აგვისტოდან მოსალოდნელია, რომ შემთხვევების რაოდენობამ დაიკლოს. სიკვდილობის მაჩვენებელს ვინარჩუნებთ 1,3-1,4% ფარგლებში და ამდენად, ეს არის ის მათემატიკა, რომელიც მე შემიძლია გაგიზიაროთ პანდემიასთან მიმართებაში, თითეული 3 000 ინფიცირებულიდან მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 1.3% გარდაცვალების შემთხვევა, ორი-სამი კვირის განმავლობაში დადგება.” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ

პოპულარულები