„სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება. ვიყავით პლატოზე და ერთი კვირაა, ყველა მაჩვენებელი, ინციდენტობის ანუ ახალი შემთხვევების მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი მიდის ზემოთ”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, “ამის შეკავების ერთადერთი გზა მხოლოდ მასობრივი ვაქცინაციაა.
“ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ აუცილებლად აიცრან“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძე.
მისივე თქმით, ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი იზრდება, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
„დღეს დაახლოებით 80 ათასამდე თავისუფალი ადგილია. ამიტომ, მოვუწოდებ მოსახლეობას, დაჯავშნონ ან მიბრძანდნენ და დაჯავშნის გარეშე აიცრან, ადგილზე დარეგისტრირდნენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.