LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექიმები ცდილობენ, რაღაცნაირად მოარგონ ჯერ სკამი, შემდეგ პროთეზი..“ – დათი ქოქრაშვილის მამა შვილის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას გვაწვდის

835
BeFunky-collage (16)

გადაცემა „იმედის დღე“ იმ ადამიანებს დაეთმო, რომლებმაც თავიანთი სიძლიერით გარშემომყოფები გააკვირვეს.

გადაცემას ვიდეოზარით შეუერთდა შარტავას ქუჩაზე მძიმედ დაშავებული დათი ქოქრაშვილის მამა, ირაკლი ქოქრაშვილი და შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლესი ინფორმაცია გაგვიზიარა.

„დათის მდგომარეობა უკეთესია. ისევ ინფექციას და ისევ ჭრილობას ვებრძვით. ალბათ, 3-+4 კვირაში გვეცოდინება რა შეიძლება გაკეთდეს და რანაირად შეიძლება მოვიქცეთ.

ექიმების ჯგუფი სრულ მობილიზაციაშია და ცდილობენ, რაღაცნაირად მოარგონ ჯერ სკამი, შემდეგ პროთეზი, ცდილობენ რაღაც შეიქმნას და გაკეთდეს დათისთვის.

დათი მაქსიმუმ 20 წუთი ახერხებს დაჯდომას, ამიტომ მისთვის შეიქმნა ვაკუუმის სკამი.. ვარაუდობენ, რომ შემდგომ დათი უფრო დიდიხნით შეძლებს დაჯდომას..

რაც შეეხება დათის მორალურ მდგომარეობას, ძალიან კარგ გარემოში ვართ..

აქვს დეპრესიული შეტევები, საღამოობით სტიკვა მარჯვენა ფეხი.. ჯერჯერობით ვუძლებთ ყველაფერს, ალბათ, უფლის წყალობით ყველაფერს გადავიტანთ“,- განაცხადა დათის მამამ.

დათი ქოქრაშვილს კლასელები ვიდეოზარით დაუკავშირდნენ: „ყველაზე გულწრფელი ემოცია…“

“ჩვენც ჩვენებურად ვემზადებით სკოლისთვის” – დათი სკოლისთვის ემზადება

,,როგორ მომენატრებით… ბედნიერი მგზავრობა და დათის მალე გამოჯანმრთელება” – დათი ქოქრაშვილი ისრაელიდან გერმანიაში გააცილეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები