შარტავას ქუჩაზე ტრაგიკულად დაშავებული დათი ქოქრაშვილი სასკოლო სამზადისშია. ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
“ჩვენც ჩვენებურად ვემზადებით სკოლისთვის. დიდი მადლობა მაკა მახარობლიძეს, თამუნა გელაშვილს, რომ გვაძლევთ საშუალებას დისტანციურად შემოგიერთდეთ და არ ჩამოვრჩეთ კლასს. ვიმედოვნებ, რომ შემდეგი სემესტრიდან მაინც შევძლებთ სკოლაში სიარულს”, – წერს დათის დედა სოციალურ ქსელში.