სუნთქვის პრობლემების დროს, რაც კორონავირუსს ახასიათებს, უმჯობესია, რომ სახით ქვემოთ იწვეთ. ასეთ დასკვნამდე ჩინელი ექიმები მივიდნენ. აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით მასალა ამერიკულ ჟურნალში American Journal of Respiratory and Critical Care Medicine გამოქვეყნდა.
კვლევის ავტორები უხანში 12 პაციენტს აკვირდებოდნენ. რომლებსაც სუნთქვის აპარატი სჭირდებოდათ. ზოგიერთ მათგან სახით ქვემოთ აწვენდნენ და აკვირდებოდნენ ფილტვები ამ დროს როგორ მუშაობდა.
აღმოჩნდა, რომ სახის პოზიციების მონაცვლეობა ფილტვების მუშაობაზე გავლენას ახდენს და უკეთ მუშაობს, როდესაც სახით ქვემოთ წვანან პაციენტები. ამ დროს ფილტვებში ჟანგბადი უკეთ გადანაწილდება.
მართალია, პაციენტების რიცხვი დიდი არ იყო და სამი მათგანი გარდაიცვალა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მიღებული დასკვნები მხედველობაში აუცილებლად მისაღებია და რომ ამ ფაქტს აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება კორონავირუსთან ბრძოლის დროს.