ქმრის – ლუკა დარასელიას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, 25 წლის თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ნაჭყებიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა გერსამია ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად, პირველ 4 საათში მიიღო. თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარის ვერსია ლუკა დარასელიას თვითმკვლელობა, ნაფიცმა მსაჯულებმა არ გაიზიარეს და ახალგაზრდა ქალი ქმრის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
მკვლელობა თბილისში, 22 აგვისტოს მოხდა.
ვიდეო: „ეს თეკლა ურთიერთობაში ყოფილა დაქალის საქმროსთან, როცა ლუკასთან იყო…“ – რას ჰყვება ტიკტოკერი მეუღლის მიერ მოკლული ლუკა დარასელიას დედა
ტიკტოკერი მეუღლის მიერ მოკლული ლუკა დარასელიას დედა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ იქნება სტუმრად
„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ მოკლული ბიჭის დედასთან, ინგა ესართიასთან ინტერვიუს ანონს ავრცელებს, სადაც მოკლული ლუკა დარასელიას დედა, შემზარავ ისტორიას იხსენებს:
„ექიმები ტიროდნენ დაკითხვაზე რომ იყვნენ, ისე გვინდოპდა ამ ბავშვის გადარჩენაო, ოპერაციაც გაუკეთეს, მაგრამ შანსი არ ჰქონდაო… 14 დღე სასამართლოზე დავდიოდი, ყოველ დღე იქ ვიყავი…
კი, ის (თეკლა გერსამია) იყო სასამართლოზე, სულ მიყურებდა და მისგან მე ერთი წამით არ მიგრძვნია სინანული. ეს კი არა, ბოლოს სასამართლო რომ დამთავრდა მომაძახა, გამოვალ მედა გნახავ შენო… არ ჰქონია ერთი წამი სინანული, ერთი ცრემლი არ გადმოვარდნია ლუკას მიმართ…
მე ჩემი შვილი ცოცხალი არ მყავს, მაგრამ მე ის მიხარია და ის შევძელით, რომ კიდევ ერთი მკვლელი გამოაკლდა საქართველოს და კიდევ ერთი დედა გადავარჩინეთ ჩემსავით გამწარებას და შავებში ყოფნას“ – ამბობს მოკლული შვილის დედა.
