LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ლუკას და მაგას 2000-მდე ვიდეო ჰქონიათ…ვუყურე, როგორ ცეკვავს და უმღერის ჩემი შვილი“ – რას ამბობს მოკლული ლუკა დარასელიას დედა, ინგა ესართია

1538
2026-04-15_23-42-58_580462

ქმრის – ლუკა დარასელიას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, 25 წლის თეკლა გერსამიას ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თეკლა გერსამია დამნაშავედ ცნო ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში.

ლუკას დედა ინგა ესართია ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია, რომლის ეთერშიც თავის ტკივილსა და უდიდეს ტრაგედიაზე ღიად საუბრობს.

„ჩემს შვილზე ადვოკატების მხრიდან იმდენ ტყუილს მოვუსმინე, რაც არ ყოფილა. ჩემი შვილის ჭრილობა ვნახე, გულზე, ექსპერტიზის სურათებიც, თუმცა სასამართლოში მაინც ჩუმად ვტიროდი, რომ არ ეფიქრათ, თითქოს თავს ვაცოდებდი ნაფიც მსაჯულებს. 20000-მდე ვიდეო ჰქონიათ ლუკას და მაგას, ჩემი შვილი როგორ ცეკვავს, როგორ უმღერის. ამ ყველაფერს გავუძელი, რათა სიმართლე დამტკიცებულიყო და კიდევ სხვისი შვილიც არ გამწარებულიყო“, – საუბრობს ლუკა დარასელიას დედა.

აღსანიშნავია, რომ თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარის ვერსია ლუკა დარასელიას თვითმკვლელობაა, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა არ გაიზიარეს და ახალგაზრდა ქალი ქმრის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებებში გამომძიებლის მიერ მოპოვებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერიც იყო, სადაც გერსამია პოლიციის თანამშრომელთან ჩადენილ მკვლელობას აღიარებს, რაც მოგვიანებით უკვე ფსიქოლოგიურ ექსპერტთან უარყო.

ცნობისთვის, მკვლელობა თბილისში, 22 აგვისტოს მოხდა.

„დანა ონკანში ჩავაგდე, გარეცხილი არ იყო“ – რა თქვა სასამართლოზე ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა თეკლა გერსამიამ

„ექიმებიც კი ტიროდნენ დაკითხვაზე, ისე გვინდოდა ამ ბავშვის გადარჩენაო… [თეკლა გერსამიას] არ ჰქონია ერთი წამიც კი სინანული, ერთი ცრემლი არ გადმოვარდნია ლუკას მიმართ…“ – რას ამბობს მოკლული ლუკა დარასელიას დედა, ინგა ესართია

ვიდეო: „ეს თეკლა ურთიერთობაში ყოფილა დაქალის საქმროსთან, როცა ლუკასთან იყო…“ – რას ჰყვება ტიკტოკერი მეუღლის მიერ მოკლული ლუკა დარასელიას დედა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g