LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმებმა მითხრეს, დაავადება სწრაფად გაუარესდება და დასრულდება ინვალიდიზაციით ან სიკვდილით – სააკაშვილი მისი მკურნალობის აუცილებლობაზე საუბრობს

4689
მშა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც უვადო შიმშილობა გასულ კვირას შეწყვიტ, ამბობს, რომ რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. მისი თქმით, ექიმებმა უთხრეს, რომ თუ სასწრაფოდ არ დაიწყეს მისი მკურნალობა, შესაძლოა ყველაფერი სიკვდილით დასრულდეს.

„გუშინ, მრავალთვიანი მოთხოვნის შემდეგ, გვიან საღამოს ჩვენს დროს ხელახლა აშენებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმიყვანეს. იქ ელექტრო ნეირომიოგრაფია და გასტროსკოპიული გამოკვლევა ჩამიტარდა. პირველმა პროცედურამ მთლიანად დაადასტურა სხვადასხვა კონსილიუმის დიაგნოზი იმის შესახებ, რომ პენიტენციურ სისტემაში მე დამმართეს ნეიროპათია, როცა ვეღარ გრძნობ კიდურებს და სხეულის სხვადასხვა მონაკვეთს და ვერნიკეს ენცეფალოპათია, რაც მოძრაობისა და კოორდინაციის დარღვევას, მეხსიერების გაქრობასა და ა.შ. იწვევს. გასტროსკოპიამ კი აჩვენა მრავალრიცხოვანი კრიზები, ნუ არც იყო გასაკვირი.

რესპუბლიკურის ექიმებმა მითხრეს, რომ თუ სერიოზული მკურნალობა დაუყოვნებლივ არ ჩატარდა, ეს დაავადება სწრაფად გაუარესდება და დასრულდება ინვალიდიზაციით ან სიკვდილით.

ქართულ პენიტენციურ სისტემაში ამ დაავადებების სრულფასოვნად მკურნალობა აბსოლუტურად გამორიცხულია. ვფიქრობ, ჩემ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა თავიდანვე გათვლილი იყო ასეთ შედეგზე. ამ ყველაფერს ვწერ იმიტომ, რომ იუსტიციის სამინისტრო, გუშინდელ დიაგნოზს, როგორც ყოველთვის, გაასაიდუმლოებს.“ – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g