რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული 20 პაციენტი “ნიუ ჰოსპიტალსშია” მოთავსებული. როგორც კლინიკის მთავარი ექიმმი, გიორგი კორძახია ამბობს, მათთან შეყვანილი პაციენტებიდან 6-ს თვალის დაზიანებები აქვს მიღებული. მათგან 3-ს ოპერაცია ჩაუტარდება, მეოთხეს მდგომარეობაზე კი თათბირობენ.
კორძახიას თქმითვე, შესაძლოა, რამდენიმე პაციენტისთვის თვალის შენარჩუნება ვერ მოხერხდეს. ექიმის კომენტარს „პალიტრავიდეო“ ავრცელებს.
„ამ ეტაპისთვის კლინიკაში შემოსულია 20 პაციენტი, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მოსულები არიან რუსთაველის გამზირიდან და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან, მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის ძირითადად პაციენტებში აღინიშნება თვალის დაზიანებები. რამდენიმე პაციენტთან გაკეთდება თვალზე ოპერაცია და მერე გადაწყდება გვეცოდინება, თუ რა მოცულობის ტრავმა არის, შესაძლოა, რამოდენიმე შემთხვევა თვალის დაკარგვით დასრულდეს. ასევე არის ბლაგვი ტრავმები, მოტეხილობები. ამოღებულია რამდენიმე ჭრილობიდან ე.წ. რეზინის ტყვიები. ექვსი პაციენტი არის ვინც არის შემოსულია თვალის ტრავმით, აქედან სამი იქნება საყურადღებო. გადაწყვეტილია, რომ სამ მათგანს სჭირდება ოპერაცია, სამი მეთვალყურეობის ქვეშ არის და ვნახოთ,“ – განაცხადა ექიმმა.
რუსთაველზე, აქციაზე გოგომ სავარაუდოდ, თვალი დაკარგა (ვიდეო)
აქციის მონაწილეები პარლამენტთან მისვლას ცდილობენ, თუმცა, პასუხად ცრემლსადენ გაზს და ტყვიებს იღებენ.
რუსთველზე აქციის მიმდინარეობისას დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელებიც. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც.
თბილისში პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და მის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნაზე გამოჩენას აპროტესტებდნენ. საქართველოს მთავრობამ აქციის ძალის გამოყენებით დაშლის გადაწვეტილება მიიღო.
მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ხალხის პროტესტით დესტრუქციულმა ძალამ ისარგებლა და ეს პროტესტი პოლიტიკურად გამოიყენა. მამუკა ბახტაძის თქმით, მათ იძალადეს პოლიციელებზე.
"პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში, დაიცვა სახელმწიფო, საზოგადოება და აღკვეთა დანაშაული"
ბახტაძე: ხელისუფლება თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას დაიცავს