იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის ფეისბუქგვერდზე ირი გორგილაძე აქვეყნებს ვიდეოს, რომელსაც სამადლობელ ტექსტს ურთავს თან.
საქმე ისაა, რომ მის ინფიცირებულ პატარა პრინცესას ექიმი დედისგან შორს ყოფნის დარდსა და შეიძლება ითქვას იმ პანდემიურ სევდას უქარვებს, რომლის შესახებ პატარას წარმოდგენაც არ აქვს და არც ის იცის, რომ ახლა უკვე იმ ადამიანთა რიგებშია, რომლებმაც ახალი კორონავირუსი დაამარცხა.
“#ჩვენდავამარცხეთკორონა
უღრმესი მადლობა #იაშვილისსახელობისბათუმისდედათადაბავშვთასამედიცინოჰოსპიტალი
განსაკუთრებული მადლობა და უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო #ახალშობილთაინტენსიურიგანყოფილება -ის სრული კოლექტივის მიმართ❤❤
#თეაივანიაძე თქვენ შეუდარებელი, საოცარი ექიმი და ადამიანი ბრძანდებით??მადლობა თქვენ, პროფესიონალიზმის, ყურადღებისა და იმ გულშემატკივრობისთვის, რომელსაც ამ დღეების მანძილზე ვგრძნობ და რომელიც ცოტათი მიმსუბუქებს ამ მდგომარეობას❤❤
#რუსიკოფუტკარაძე თქვენი თბილი და ტკბილი საუბრის დამსახურებით, პირველ დღეს სახლში წასვლა შევძელი, რადგან იმედი მომეცა, რომ საოცარი ადამიანის და შემდგომ უკვე საოცარი ექიმის ხელში ვტოვებდი ჩემს პრინცესას??უღრმესი, უკიდეგანო მადლობა თქვენ???
Shorena Chikvaidze უსაზღვრო მადლობა შენ ზე ყურადღებისთვის??”- წერს ირი გორგილაძე.
