LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი თოფაძისა და ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე:”მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”

123
maxresdefault

ხეჩინაშვილის კლინიკის მენეჯერის, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, ერთი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მეორე კი ქირურგიულ დეპარტამენტში აგრძელებს მკურნალობს.

„არც ერთი მათგანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ოპერაცია ჩაუტარდა ორივე პაციენტს, კონკრეტულად რა ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ მათ, ამ დეტალებს ვერ გავახმაურებთ. ერთ-ერთი პაციენტი შესაძლოა, რამდენიმე დღეში გაწერილი იქნას კლინიკიდან, მაგრამ დღეს არა. ერთი პაციენტი მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში, ერთი პაციენტი მკურნალობს ქირურგიულ დეპარტამენტში. ორივე პაციენტი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის. ამ დროისათვის არცერთ პაციენტს არანაირი დამატებითი ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება”- განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს

შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს თბილისში, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

“ჩემი ცოლიც კინაღამ დაჭრეს, პირველმა მან გაიგო კივილი” – გოგი თოფაძე შვილიშვილის დაჭრის დეტალებს იხსენებს

 

magti 5g