ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსის, ანი დალაქიშვილის განცხადებით, ათონელის საპრეზიდენტო სასახლესთან მომხდარი არეულობის შედეგად დაშავებული სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიციელს ქალა ტვინის ტრავმა აქვს.
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება, პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს – იწვის მომიტინგეების მიერ აგებული ბარიკადები
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება, პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს – იწვის მომიტინგეების მიერ აგებული ბარიკადები
„ამ დილით პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი კონტაქტური და ადეკვატურია. გუშინ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, პაციენტთან გამოვლინდა ქალა ტვინის ტრავმა. კერძოდ, სისხლჩაქცევა. მარჯვნივ საფეთქლის ძვლის ხაზოვანი და ფრაგმენტულო მოტეხილობა. ამ დილით კვლავ ჩატარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც დადებითი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, პაციენტი რაიმე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს, გრძელდება მკურნალობა და იმყოფება ნეიროქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ. ხვალ იგეგმება პალატაში გადაყვანა. აქციიდან სულ 5 დაშავებული გვყავდა კლინიკაში. 3 ამბულატორიულო მეთვალყურეობით გაეწერა ბინაზე. კიდევ ერთი პაციენტი განაგრძობს ჩვენთან მკურნალობას თავის ტვინის მსუბუქი ტვინის შერყევით”,-განაცხადა ანი დალაქიშვილმა.
„დაშავდა 14 პოლიციელი, ერთი მძიმედ, გამოძიება 4 მუხლით დაიწყო“ – შს მინისტრის მოადგილე
„დაშავდა 14 პოლიციელი, ერთი მძიმედ, გამოძიება 4 მუხლით დაიწყო“ – შს მინისტრის მოადგილე
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
მათივე ცნობით, 30- მდე პირს ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.