LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმის ინფორმაციით, გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

185
Capture

გონიოში, სანაპიროსთან მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსის საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული, 30 წლამდე მამაკაცია.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულ ახალგაზრდას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება.

როგორც ფორტუნას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  ადგილზე სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.სს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g