LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავიდან ჭრაჭუნის ხმა გავიგეთ, მერე შეგვაზანზარა“- გორში სახლის კედელი იმ დროს ჩამოინგრა, როცა ოჯახის წევრები შიგნით იმყოფებოდნენ

1018
958e0ab98ba7926bb3b3d3db6af084ee

გორში, ევდოშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს ოჯახის წევრები შენობაში  იმყოფებოდნენ.

,,სახლში ვიყავით, როცა ჩემი სახლის კედელი ჩამოინგრა. ოჯახი გადავრჩით ფაქტობრივად. თავიდან ჭრაჭუნის ხმა გავიგეთ. მერე შეგვაზანზარა. მართლა გადავრჩით“’ – ამბობს დანგრეული სახლის მფლობელი.

სახლის მეზობლად სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს. დაწყებულია გამოძიება, რომლითაც უნდა დადგინდეს, სამშენებლო პროცესმა თუ სხვა გარემოებამ გამოიწვია სახლის ნგრევა. ნგრევის მაპროვოცირებელ გარემოებად მიწისძვრაც სახელდება.

წყარო: qartli.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები