LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმისა და მედდის ქორწილი კორონავირუსის გამო გადაიდო, ამიტომ მათ პირდაპირ საავადმყოფოში იქორწინეს

191
weddingnwsss

34 წლის მედიკოსმა ჯან ტიპინგმა და მისმა 30 წლის რჩეულმა, მედდა ანალან ნავარათნამ გადაწყვიტეს, პანდემიის დასრულებისთვის არ ეცადათ და ქორწილი  სამსახურშივე გამართეს. ცერემონიისთვის მათ საავადმყოფოს სამლოცველო შეარჩიეს. გარდა წყვილისა, ჯვრისწერას ორი მეჯვარეც ესწრებოდა, ოჯახის წევრები და მეგობრები კი ონლაინ–რეჟიმში იყვნენ ჩართული.

წყვილს ქორწილი აგვსიტოში უნდა გადაეხადა, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო გეგმებზე უარის თქმა მოუხდათ. იმის ნაცვლად რომ ცერემონია სამომავლოდ გადაედოთ, მათ გადაწყვიტეს, რომ პირიქით ჯვრისწერა უფრო დაეჩქარებინათ.

„ჩვენ გვინდოდა რომ ცერემონია მანამ გაგვემართა, სანამ ყველანი ჯანმრთელები ვართ. ვიცოდით, რომ საყვარელი ადამიანები ჩვენს გევრდით ვერ იქნებოდნენ და ყველაფრის ნახვა ეკრანიდან მოუწევდათ, თუმცა ხელი ამანაც ვერ შეგვიშალა. გვინდოდა რომ მანამ დავქორწინებულიყავით, სანამ ამის ძალა ჯერ კიდევ გვქონდა, როდესაც საბოლოო თარიღი გავიგეთ, არც საქორწინო კაბა მქონდა, არც ბეჭდები თუ სხვა საჭირო ატრიბუტიკა. ამიტომ ყველაფრის მოგვარება ძალიან სწრაფად მოგვიხდა“, – განაცხადა პატარძალმა. დღესასწაული ძალიან რომანტიკულ ატმოსფეროში გაიმართა.

როგორც ახალდაქორწინებულები იხსენებენ, მღვდელს ცერემონიის ჩასატარებლად ნებართვის აღება ძალიან გაუჭირდა. საბოლოო ჯამში კი წყვილს ზუსტად 2 კვირა ქონდა, რომ ყველაფერი მოესწრო.

„წმინდა ტომასის საავადმყოფო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. განსაკუთრებით კი ჩემთვის, რადგან აქ მთელი 6 წელი გავატარე. სწორედ ამიტომ, ადგილის შერჩევისას ბევრი არც გვიფიქრია“ – განაცხადა სიძემ და თავისი ქორწილი რამდენიმე სიტყვით ასე აღწერა – „ყველაზე მშვენიერი მოვლენა ძალიან მღელვარე დროში.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g