LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექნებათ თუ არა ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიების ჩატარების უფლება – გიორგი ღიბრაძის განმარტება

157
ღამის კლუბი

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ღამის კლუბების მეპატრონეებთან კონსენსუსის მისაღწევად კონსულტაციები ინტენსიურად მიმდინარეობს.

როგორც ღიბრაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, გადაწყვეტილება იმის შესახებ, ექნებათ თუ არა კლუბებს საახალწლო ღონისძიების ჩატარების უფლება, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„კონსულტაციები აქამდეც იყო და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა გარკვეულ კონსენსუსამდე მივაღწიოთ. ვირუსის დინამიკის განვითარება და გარემოებები იცით, ამიტომ კიდევ ერთხელ ინტენსიურად ვმუშაობთ მათთან, რომ მივაღწიოთ კონსენსუსს, შედეგსა და შეთანხმებას“, – განაცხადა ღიბრაძემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე, ღამის კლუბების გახსნის თაობაზე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, კლუბების ხელმძღვანელების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. შრომის ინსპექციამ თბილისში რამდენიმე ღამის კლუბი დალუქა, ხოლო „ბასიანი“ 10 ათასი ლარით დააჯარიმა. მიუხედავად ამისა, ღონისძიება მაინც გაიმართა, საკლუბო სექტორმა კი,  ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. კლუბის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან ელოდებიან დაუყოვნებლივ გეგმას, თუ როდის შეძლებენ მუშაობის დაწყების უფლების მიღებას.

ამავე თემაზე ვრცლად:

ერთადერთი რაც შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩვენ ვართ მათთვის მიუღებლები – საკლუბო სექტორის პროტესტი რეგულაციების წინააღმდეგ

ვაგრძელებთ საკლუბო ღამეების ჩატარებას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომლის შემუშავებაზეც უამრავი დრო და რესურსი დაიხარჯა – საკლუბო სექტორის წარმომადგენლების განცხადება

„ვწუხვართ, რომ გვჯეროდა და კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით მწარედ მოტყუებულები – ჩვენ არ ვნებდებით და ვაპირებთ ბრძოლას“ – ღამის კლუბი „ბასიანი“ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

ნაჯა ორაშვილი: ამ წუთებში ლუქავენ BASSIANI-ს და თუ არ ვცდები თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს. მიზანი ცხადზე ცხადია – ჩვენი განადგურება!

რა არის ეს, თუ არა მიზანმიმართული განადგურება და უბრალოდ ჩვენი გაქრობის მცდელობა – დღეს ჩატარდება „ივენთები!!!“ – კლუბ „მტკვარზე“-ს დამფუძნებელი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g