LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტები: ავტომობილები იმაზე მეტ საწვავს მოიხმარენ, ვიდრე ამას რეკლამაში ამბობენ

47

ავსრტრალიურმა საავტომობილო ასოციაციამ 30-ზე მეტი ავტომობილის საწვავის ხარჯი გამოიკვლია და დაადგინა, რომ დაფიქსირებული მაჩვენებლები ხარჯთან დაკავშირებით, რეალობას არცერთ შემთხვევაში არ ემთხვევა. ზოგიერთი მათგანი მთელი 59%-ით მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე ამას ქარხნები აცხადებენ.

ავსტრალიური საავტომობილო ასოციაციის მონაცემებით, 30 ატომობილის შემოწმების შედეგად ისინი საშუალოდ 23%-ით მეტს მოიხმარენ, ვიდრე ეს საბუთებში წერია. ექსპერტებმა ერთ-ერთი ჰიბრიდული მოდელიც გატესტეს, რომელიც რეალურ პირობებში ოთხჯერ მეტ საწვავს მოიხმარდა. რაც შეეხება მავნე გამონაქბოლქვის დონეს, 12 გატესტილი დიზელის ძრავიანი ავტომობილიდან 11 მითითებულ ეკოლოგიურ ნორმებს არ შეესაბამება. ერთ-ერთი მათგანი კი სულაც დასაშვებ ნორმას შვიდჯერ აჭარბებდა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ხშირად ავტომწარმოებლები მონაცემებს ლაბორატორიული ტესტების საფუძველზე აქვეყნებენ, რაც რეალურ პირობებში დიდ განსხვავებას იძლევა. გარდა ამისა, საწვავის ხარჯის მაჩვენებელი დამოკიდებულია მართვის სტილზე, კლიმატზე, საწვავის ხარისხზე, ავტომობილის მოვლასა და საბურავების წნევაზეც კი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები