გამოცემა Consumer Reports დაინტერესდა, თუ რომელი მოდელებია უკან მსხდომი მგზავრებისთვის ყველაზე უსაფრთხო. ექსპერტებმა ისეთი პარამეტრები შეაფასეს, როგორიცაა საბავშვო სავარძლის დამონტაჟება, უსაფრთხოების ბალიშები და უსაფრთხოების ღვედები. აღმოჩნდა, რომ ბევრი მწარმოებლისთვის უკან მსხდომი მგზავრების უსაფრთხოება ისეთივე მნიშვნელოვანი არ არის, როგორც მძღოლის დაცვა.
კვლევების შედეგად ექსპერტებმა დაადგინეს, რომ უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიები ძირითადად ავტომობილის წინა ნაწილშია ფოკუსირებული, უკან მსხდომი მგზავრები კი უყურადღებოდ რჩებიან. მაგალითად, ახალი ავტომობილების 40%–ში თუა უკანა უსაფრთხოების ღვედები გამართული, უსაფრთხოების ბალიშები კი მხოლოდ მწარმოებელთა 25%–ს გაახსენდა.
2021 წლის სამოდელო წლის ავტომობილთა შორის პირველი ადგილი Toyota Sienna–მ დაიკავა, შემდეგია Nissan Rogue და Ford Bronco Sport. რეიტინგის შემდეგი პოზიციები ასე გადანაწილდა Cadillac Escalade, Ford F-150 XLT, Mercedes-Benz GLA, Hyundai Elantra, Hyundai Ioniq, Acura TLX და Genesis G80.
2022 წლის ავტომობილთა შორის პირველი ადგილი Nissan Pathfinder–მა დაიკავა, შემდეგია Honda Civic და Mitsubishi Outlander. სიაში მოხვდნენ ასევე – Acura MDX, Kia Carnival, Chevrolet Bolt, Genesis GV70, Hyundai Tucson, Hyundai Santa Cruz დაVolkswagen Taos.
