LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა გარბენის მქონე ყველაზე არასანდო ავტომობილები დაასახელეს

123
hyundai

ბრიტანელმა ექსპერტებმა მეორადი ბაზრის ყველაზე არასანდო ავტომობილები დაასახელეს. მთლიანობაში მასშტაბურ გამოკითხვაში 25 ათასი რესპონდენტი მონაწილეობდა და ისინი პასუხობდნენ კითხვებს მანქანებზე, რომელთა ასაკიც 6-დან 20 წლამდეა. მძღოლთა ყველაზე ხშირ საჩივრებზე დაყრდნობით ექსპერტებმა გარბენის მქონე ყველაზე პრობლემური ავტომობილების სია შეადგინეს.

ერთ-ერთი პირველი მოდელი, რომელიც ამ სიაში მოხვდა Hyundai Santa Fe-ა. ამ მოდელის მეპატრონეთა 35% აცხადებს, რომ მათ ძალიან ხშირად უწევთ სერვისში სიარული. ყველაზე ხშირად გადაცემათა კოლოფი გამოდის მწყობრიდან.

სიაში მოხვდა ასევე Nissan X-Trail. მიუხედავად საკმაოდ სანდო ავტომობილის რეპუტაციისა, მფლობელთა ნახევარი ძალიან ბევრ გართულებას აწყდება. მაგალითად ისეთს როგორიცაა – მუხრუჭების დეფექტები, გაფუჭებული ელექტრონიკა და გადაცემათა კოლოფი.

რეიტინგი ვერ შედგებოდა ელექტრომობილის გარეშე და ყველაზე არასანდო „მწვანე“ ავტომობილად Tesla Model S დასახელდა. მეპატრონეთა 64% გაუმართაობებს 2 წლიანი ექსპლუატაციის შემდეგ გადააწყდა. ყველაზე მეტი პრეტენზია კი ელექტრონიკას, ნავიგაციას, ელემენტს და კონდიციონერს უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები