LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფასიანი გზა დაასახელეს

53
expensiveway

ავსტრალიურმა სადაზღვევო კომპანია Budget Direct ჩაატარა კვლევა და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფასიანი გზა გამოავლინა. პირველ ადგილს აშშ, პენსილვანიის 580 კილომეტრიანი მაგისტრალი I-76 იკავებს. ამ გზაზე გავლა 112,91 დოლარი ღირს. მართალია, ამ შემთხვევაში ფილადელფიის მცირე მონაკვეთიცაა გათვალისწინებული და მის გარეშე მაგისტრალი 92 დოლარი ღირს.

მეორე ადგილს, ლამის ორჯერ ნაკლები ფასით ავსტრალიის მაღალმთიანი რეგიონი და ცნობილი გროსგლოკნერის გზა იკავებს, მასზე გავლა 45,63 დოლარი ღირს.

რაც შეეხება ევროპას, პირველი შვეიცარიაა, მეორე ადგილზე ავსტრია გავიდა, მესამეს ხორვატია და მეოთხეს დანია იკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g