ექსპერტებმა ყველაზე ულამაზო, თუმცა კარგი ტექნიკური მახასიათებლების მქონე ავტომობილები გამოავლინეს. როგორც ჩანს, ნაკლებად მიმზიდველი ვიზუალი რიგ შემთხვევაში მატყუარაა და მის უკან შესაძლოა ძალიან კარგი ავტომობილი იმალებოდეს. სწორედ ასეთი შემთხვევაა მაგალითად – Honda Civic Type R, რომელსაც სპეციალისტები არც თუ ისე ლამაზ მოდელად თვლიან. თუმცა, გარეგნობა არ უშლის მას ხელს იმაში, რომ სამართავად იდეალური მოდელი იყოს. რეიტინგში მოხვდა ასევე Morgan Aero 8-ც. ავტომობილის შემქმნელებმა თანამედროვე და რეტრო დიზაინების გაერთიანება სცადეს, რაც არც თუ ისე კარგად გამოუვიდათ. Morgan-ის ტექნიკური მახასიათებლები კი მშვენიერ მდგომარეობაშია. რაც შეეხება Subaru WRX-ს – მოდელი ძალიან კარგად იმართება, მაგრამ გარეგნული მახასიათებლები დიდი ვერაფერი. სიაშია ასევე Alfa Romeo Milano, მანქანა რომელიც თავის დროზე ძალიან კარგი იყო, მაგრამ ავტომოყვარულებს თავისი ვიზუალით აფრთხობდა. და ბოლოს, ყველაზე უშნოთა რეიტინგში Chevrolet HHR SS-ც მოხვდა – მანქანამ თავისი წარუმატებლობა სწორედ ვიზუალურ მხარეს უნდა დააბრალოს.