LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექსპო ჯორჯიაში“, თიბისის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება

388
თიბისი

29 ნოემბერიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“, თიბისის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 22-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2024 ჩატარდება.

გამოფენის მხარდამჭერები არიან ასევე USAID Agricultural Trade Diversification Program, FAO გაეროს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა, ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია, ლურჯი მოცვის ასოციაცია და ნიდერლანდების საელჩო.

Agro/Food/Drink/Tech/Expo 2024 „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონსა და მის მიმდებარე გარე სივრცეში ჩატარდება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, კვების მრეწველობის პროდუქცია.

წელს პირველად, USAID-ის მხარდაჭერით, გამოფენას ეწვევიან შემსყიდველები ინდოეთიდან. ნუშისა და თხილის მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს აღნიშნული ქვეყნიდან.

ნიდერლანდების საელჩოსთან და ლურჯი მოცვის ასოციაციასთან თანამშრომლობით, 30 ნოემბერს გამოფენას ეწვევა ცნობილი საკონსულტაციო კომპანიის „TWOWAYZ“ სოფლის მეურნეობის ბიზნესის განვითარების ტრენერი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ვორქშოპების სერიას ჩაატარებს. ვორქშოპზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

29 და 30 ნოემბერს, 11:00-დან 17:00 საათამდე, სხვადასხვა შეხვედრა და პანელური დისკუსია ჩატარდება. დასწრება თავისუფალია.

საგამოფენო სივრცე, 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, 11:00-18:00 საათებში იქნება ღია.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g