LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპორტი 22%-ით, იმპორტი კი 25%-ით შემცირდა

110

2016 წლის იანვარში ექსპორტი 22%-ით, იმპორტი 25%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 528 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვრის მაჩვენებელზე 24 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 122 მილიონი აშშ დოლარი იყო (22 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 406 მილიონი აშშ დოლარი (25 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარში 283 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g