კიმ კარდაშიანს ნამდვილად არ სჭირდება ძვირადღირებული ფოტოსესიის მოწყობა, რადგან მისი ერთი სელფიც საკმარისია თაყვანისმცემელზე შთაბეჭდილების მოსახდენად.
აღფრთოვანება დაიმსახურა კარდაშიანის მორიგმა ფოტოებმაც, რომელზეც რეალითი-შოუს ვარსკვლავი Chanel-ის ვინტაჟური კომბინეზონით, Manolo Blahnik-ის ვარდისფერი ბოთფორდებით და ფუტურისტული მზის სათვალით პოზირებს. ახალ იმიჯთან ერთად, თაყვანისმცემელმა კარდაშიანის ფიგურაც შეაფასა, რომელიც როგორც თავად კიმმა აღნიშნა, მხოლოდ ინტენსიური ვარჯიშის შედეგია.

ფორმის შენარჩუნებაზე ზრუნვის პარალელურად, კარდაშიანი იურისპრუდენციის შესწავლითაა დაკავებული, რადგან ახლო მომავალში იურისტობას აპირებს. მართალია, დიპლომი კიმს ჯერ არ მიუღია, მაგრამ სვიტერები წარწერით Kim Is My Lawyer (კიმი – ჩემი ადვოკატი) უკვე დაბეჭდა.

სხვათაშორის, რამდენიმე დღის წინ მსგავსი სტილი წარმოადგინა კარდაშიანის უფროსმა ქალიშვილმა ნორტმა, რომელიც პუბლიკის წინაშე ორნამენტით მოხატული ვარდისფერი კაბითა და დედის მაღალქუსლიანი ჩექმით წარსდგა.


